The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ზალიპსკი

ბორის ზალიპსკი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკული ტენორი; პროფესიული განათლება არ მიუღია; საოპერო პარტიებს სწავლობდა სმენით; 1903-1904 წწ. მღეროდა სარატოვის, 1905, 1909, 1913 წლებში პეტერბურგის ფიგნერის საოპერო თეატრებში, 1914 წლიდან ქ. ყაზანში; 1913-1929 წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, უწოდებდნენ "ტკბილხმიან ორფეოსს"; მის მიერ შესრულებული ქართული რეპერტუარი: იასონი (1918, რ. გოგნიაშვილი "ქრისტინე"), აბესალომი (1919, ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); სხვა რეპერტუარი: ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), ვერთერი (მასნე "ვერთერი"), ჰერცოგი, ალფრედი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ნადირი (ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"), ალმავივა (როსინი "სევილიელი დალაქი"), კავარადოსი (პუჩინი "ტოსკა"), ლენსკი, ტრიკე, გერმანი, მასწავლებელი, ანდრეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "ჩერევიჩკი", "მაზეპა"), შუისკი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბომელიი (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), დუბროვსკი (ნაპრავნიკი "დუბროვსკი"); მისი პარტნიორები იყვნენ: ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ს. ინაშვილი, გ. ქურხული, ა. ჭუმბურიძე, ფ. შალიაპინი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 183; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.169


გააზიარე: