Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანუელ ფაუნდეს ბარანდა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით, ამავე ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"(კინოფილმ "დონ-კიხოტის" მთარგმნელ-კონსულტანტად), მანაგუის(ნიკარაგუა) სიმონ ბოლივარის სახელობის ენერგეტიკულ პროფსასწავლებელში(მთარგმნელ-ლოგისტად), სტუდია "თბილისის" დირექტორად; ფირმა "ტემენსის"კომერციულ დირექტორად; არასამთავრობო ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრის გარეშე" - ესპანეთის განყოფილების ადმინისტრატორად; მადრიდის(ესპანეთი) უნივერსიტეტის ევროპის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლად ამიერკავკასიაში; 2003-2008წწ. ტელეკომპანიებში "მე-9 არხი", "იმედი" და "მზე" ამზადებდა და უძღვებოდა კულინარიულ გადაცემებს. 2005-2009წწ. იყო ესპანეთის რეგიონალური კვლევითი ცენტრის -"პრესალის" წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. მუშაობდა პროფესიული სწავლების ცენტრ "იკაროსის" კულინარიული პროგრამების კოორდინატორად. კულინარი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |