The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისმაილ მოლიძე

ისმაილ მოლიძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი(უზბეკეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1993 წელს გადმოსახლდა საქართველოში. 1997 წელს შექმნა და ხელმძღვანელობდა საქართველოდან დეპორტირებულ და საქართველოში რეპატრიირებულ მესხთა საერთაშორისო ახალგაზრდულ კავშირ "მესხეთს". 1999 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურში. იყო სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებში  რეპატრიაციასთან დაკავშირებით შექმნილი არაერთი იურიდიული კომისიის წევრი. 2005 წელს დააფუძნა საქართველოს "თურქ მესხთა" საზოგადოება "ვათანი".

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.160  


გააზიარე: