The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ზარეცკი

იური ზარეცკი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1985  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზაპოროჟიე.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1951 წელს.

1948-1949წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ანსამბლის ბალეტმაისტერი; 1955-1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მოღვაწეობდა საქართველოს, ლენინგრადის, კიევის, ოდესის, კიშინიოვის, სვერდლოვსკის, ომსკის, ბაქოს და სხვა ქალაქების თეატრებსა და კინოში; 1964 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1964-1973წწ. კათედრის გამგე, 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში; მისი დადგმები - ქართული სპექტაკლები, მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "ბრაზილიის საუნჯე", "დედისერთა ჯარში მიდის", "სათაგური" (1963, 1974, 1978), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (1975), გ. ცაბაძე "მე სიყვარულის მომღერალი ვარ"(1979), ალ. მაჭავარიანი "ბაღლინჯო" (1980); ოპერები: ი. ბობოხიძე "ბურატინო" (1977), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი" (1978 დაიდგა თბილისში, 1981 გორში), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1979 დაიდგა პოლონეთში, ლოძი), გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა" (1984); სხვა მუსიკალური დადგმები: ქ. ვ. გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე" (1980 გორი), რ. შტრაუსი "სალომე" (1983); საქართველოში მოღვაწე ებრაელი ქორეოგრაფი და ძვირფასი ნივთების კოლექციონერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 184; ეროვნული ფილმოგრაფია:    geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: