The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი
Date of birth:4 December, 1954  (70 years)
Category:Theologian, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის სასულიერო აკადემია.

ლექსების წიგნი "სიყვარული" 1983 წელს გამოსცა. პოეტური კრებული "წვიმა და ოცნების გენერლები" 1986 წელს გამოსცა, "მოგონებათა ქუჩაბანდებში" 1989 წელს, ამათ მოჰყვა კრებულები: "ბოღმა უარყოფილ სულთა" (1991), "სევდიანი სიმღერა" (1996), "სიტყვები ქარისათვის" (2003), "Stia Viator" ("შეჩერდი მგზავრო", 2004), "მე აქ ვიყავი" (2012), "რჩეული" (2014), ციკლიდან "წამოკრულები" (2017), "ღმერთო, მოხედე ვახტანგს" (2019). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის თოჯინების თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ; ქალაქ თბილისში გამომცემლობა "გულანის" რედაქტორად და საბავშვო სტუდიაში - პედაგოგად - კითხულობდა ლექციებს მითოლოგიასა და თეოლოგიაში; ამჟამად, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველია კულტურის სფეროში. 2008 წელს არჩეულ იქნა ქალაქ ბათუმის სახედ - პროექტისათვის "ჩემი სახელი და გვარი - ბათუმი". მისი ლექსები თარგმნილია: რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.175; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.82

Member of Organizations

  • აჭარის მწერალთა ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2004-2006)
  • ბათუმის საკრებულო, წევრი (2006-)
  • ბათუმის საკრებულოს განათლების კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისია, თავმჯდომარე (2006-)

Awards and Honors

  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ფრიდონ ხალვაშის სახელობის პრემია
  • ტიციან ტაბიძის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • მწერალთა ალტერნატიული გაერთიანება "გულანის" პრემია "ოქროს წიგნი"

Bibliography


Share: