The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა

ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა
ოფიციალური სახელი:ვარვარა ზარუდნაია
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1939  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ეკატერინოსლავი.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1882 წელს (ვოკალური).

სახელი გაითქვა რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით (რიმსკი-კორსაკოვი, ბოროდინი, კიუი, იპოლიტოვ-ივანოვი); ის იყო რუსი კომპოზიტორისა და დირიჟორის მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვის მეუღლე, მასთნ ერთად მონაწილეობდა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დაარსებაში (1883); 1883-1893წწ. მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე; 1893-1924წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი; მისი რეპერტუარი თბილისის ოპერის სცენაზე: მარგარიტა (გუნო "ფაუსტი"), ჯილდა (ვერდი "რიგოლეტო"), მარია (პ. ჩაიკოვსკი "მაზეპა"), რუთ, ზორაირ (იპოლიტოვ-ივანოვი "რუთ", "აზრა" პირველი შემსრულებელი); ლირიკული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185



გააზიარე: