The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარო ზაქარიანი

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1967  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ერევანი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი (თურქეთი)

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (საკომპოზიციო). 

თავდაპირველად სწავლობდა პეტროგრადის კონსერვატორიაში (თეორიული); 1921-1929წწ. მუშაობდა ქორმაისტერად თბილისის "სომხური ხელოვნების სახლში"; 1929 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოვაწეობდა ქ. ერევანში, სადაც კონსერვატორიაში მიჰყავდა გუნდის დირიჟორობის კლასი; იყო ქ. ერევნის რადიოს გუნდის დირიჟორი; შეკრიბა და ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები; მისი თხზულებები: ოპერები - "ძამიკო-ბატკანი" (1924, პირველი შესრულება თბილისში), "მარჯან" (1941), "აღასი" (1925), ბალეტი "პიონერია" (1936 ერევანი), კანტატა "სამშობლოვ ჩემო" (1943), საორკესტრო სიუიტა "პარტიზანული" (1941), საორკესტრო პოემა (1944), გუნდები მათ შორის "რაზდან" (1955), საგუნდო სიუიტები, რომანსები, ვოკალური ციკლები, ხალხური სიმღერები დამუშავებული.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185


გააზიარე: