Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარო ზაქარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვანი (თურქეთი) დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (საკომპოზიციო). თავდაპირველად სწავლობდა პეტროგრადის კონსერვატორიაში (თეორიული); 1921-1929წწ. მუშაობდა ქორმაისტერად თბილისის "სომხური ხელოვნების სახლში"; 1929 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოვაწეობდა ქ. ერევანში, სადაც კონსერვატორიაში მიჰყავდა გუნდის დირიჟორობის კლასი; იყო ქ. ერევნის რადიოს გუნდის დირიჟორი; შეკრიბა და ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები; მისი თხზულებები: ოპერები - "ძამიკო-ბატკანი" (1924, პირველი შესრულება თბილისში), "მარჯან" (1941), "აღასი" (1925), ბალეტი "პიონერია" (1936 ერევანი), კანტატა "სამშობლოვ ჩემო" (1943), საორკესტრო სიუიტა "პარტიზანული" (1941), საორკესტრო პოემა (1944), გუნდები მათ შორის "რაზდან" (1955), საგუნდო სიუიტები, რომანსები, ვოკალური ციკლები, ხალხური სიმღერები დამუშავებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |