შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გლახო ზახაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1926 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მუშათა კლუბებთან არსებულ დრამწრეთა დადგმებში, როგორც ქართული და აღმოსავლური სიმღერების შემსრულებელი და მუსიკალური გამფორმებელი; 1930 წლიდან იყო თბილისის რკინიგზის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის სოლისტი; 1934 წლიდან ანსამბლ "მთის არწივის" სოლისტი; 1936 წელს მოსკოვის ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერებაზე თან ახლდა ქართველ ხელოვანთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ: ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი, ო. დოლიძე, ნ. გუნია, ბ. დარახველიძე; 1939 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან არსებული აღმოსავლური ორკესტრის სოლისტი (ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ლოტბარი რ. შელეგია, ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი); 1939-1940წწ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი); 1943 წლიდან სათავეში ედგა მედუდუკეთა ანსამბლს; ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |