The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გლახო ზახაროვი

გლახო ზახაროვი
Date of birth:26 February, 1903
Date of death:1992  (at 88 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1926 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მუშათა კლუბებთან არსებულ დრამწრეთა დადგმებში, როგორც ქართული და აღმოსავლური სიმღერების შემსრულებელი და მუსიკალური გამფორმებელი; 1930 წლიდან იყო თბილისის რკინიგზის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის სოლისტი; 1934 წლიდან ანსამბლ "მთის არწივის" სოლისტი; 1936 წელს მოსკოვის ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერებაზე თან ახლდა ქართველ ხელოვანთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ: ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი, ო. დოლიძე, ნ. გუნია, ბ. დარახველიძე; 1939 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან არსებული აღმოსავლური ორკესტრის სოლისტი (ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ლოტბარი რ. შელეგია, ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი); 1939-1940წწ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი); 1943 წლიდან სათავეში ედგა მედუდუკეთა ანსამბლს; ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 - სომხეთის დამსახურებული არტისტი
  • 1943 - საიათნოვას სახელობის კონკურსი(ერევანი), ლაურეატი

Share: