შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლესია თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა მხატვრად ცირკის ქართულ დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, მინიატურების თეატრში, ბათუმის თეატრში, თანამშრომლობდა გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრთან (კოსტიუმრბი და სცენოგრაფია) და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "რეროსთან". გაფორმებული აქვს წიგნები, უმეტესად საბავშვო ლიტერატურა. მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების განხრითაც-აკეთებს თოჯინებს, არის საავტორო კოსტიუმების ავტორი. საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა Step by Step ("ნაბიჯ-ნაბიჯ") ლაურეატი საბავშვო მწერალთა შორის. ამ პროგრამაში გამარჯვებული მისი ზღაპარი-"პასკულინა და ბუსუნსულა" ბევრ ენაზე ითარგმნა. მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე, არაერთი ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.221 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |