The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო არაზაშვილი

ნინო არაზაშვილი
Date of birth:20 December, 1973  (50 years)
Category:Journalist, Television Personality

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით 1996 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კომუნიკაციის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი 2005 წელს; საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული "თბილისის ღვინის სკოლა" ზოგადი კურსი სომელიეთათვის 2010 წელს; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ერთობლივი პროექტი (ქართული პროექტი) 2011-2012 წწ.; აშშ-ს საელჩოს მედია კურსი "თანამედროვე მედიის გამოწვევები" 2013 წელს (ნიუიორკი, ვაშინგტონი).

1992-1995 წწ. იყო ტელეკომპანია "მე-2 არხის" ჟურნალისტი, გადაცემის თანაავტორი; 1995-2004 წწ. სატელევიზიო სტუდია "მაესტროს" ავტორი, რედაქტორი, სარეკლამო აგენტი; 2002-2018 წწ. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" გადაცემების "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "დილა უქმეებზე" (2005) წამყვანი და მთავარი პროდიუსერი; 2005-2018 წწ. პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" - საქველმოქმედო ღონისძიებების წამყვანი; 2009 წლიდან "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დაჯილდოვების ცერემონიების წამყვანი; 2012-2013 წწ. საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს - "ტელეჟურნსლისტიკის საფუძვლები"; 2013-2014 წწ. "რადიოქალაქი" - საავტორო გადაცემა "ერთი ერთზე ნინო არაზაშვილთან ერთად"; 2018-2019 წწ. არტისტთა გაერთიანება "კონცეპტ Art" ვებ-გვერდის რედაქტორი; 2019 წლის თებერვლიდან ტელეკომპანია "ტვ პირველის" საავტორო გადაცემის "პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.234


Share: