შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაკურ სულაკაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1986-1994წწ. მუშაობდა თბილისის მე-6 საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1996-1998წწ. გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორად; 1997 წლიდან 2001 წლამდე სათავეში ედგა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას; 1998 წელს დააარსა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა". არის ავგუსტ სტრინბერგის, ტუვე იანსონისა და ასტრიდ ლინდგრენის წიგნების მთარგმნელი შვედური ენიდან. არის საშუალო სკოლის რვა სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2005 წლიდან "ბაკურ სულაკაურის სკოლის" დირექტორი. გამომცემელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |