The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ შავიშვილი

რევაზ შავიშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 04.11.1992-10.12.1992 საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-2000წწ. თავმჯდომარეობდა საქართველოს კონტროლის პალატას; 1997-2000წწ. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, ხოლო 2002 წელს-თბილისის საკრებულოს წევრი; 2000 წლიდან იყო თბილისის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, არბიტრი; 1989-1992წწ. ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია "დასს"; 1992-1996წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხოლო 2001-2002წწ. საქართველოს ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარე; 2002-2006წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიბერალურ პარტიას; 2006 წლიდან იყო პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.268; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 351; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: