The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ შავიშვილი

რევაზ შავიშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1955  (64 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992 წელს იყო საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-2000წწ. თავმჯდომარეობდა საქართველოს კონტროლის პალატას; 1997-2000წწ. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, ხოლო 2002 წელს-თბილისის საკრებულოს წევრი; 2000 წლიდან იყო თბილისის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, არბიტრი; 1989-1992წწ. ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია "დასს"; 1992-1996წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხოლო 2001-2002წწ. საქართველოს ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარე; 2002-2006წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიბერალურ პარტიას; 2006 წლიდან იყო პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის"გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.268


გააზიარე: