შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ხიდაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი 2015 წელს; ესექსის უნივერსიტეტი სპეციალობით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი 2007 წელს. 2001-2002წწ. მოზარდთა განვითარების ცენტრი, იურისტი; 2003-2005წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის კოორდინატორი; 2006-2007წწ. ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრი, მოხალისე; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი (2008); ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი მონტენეგროში (2008); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მოკლევადიანი ექსპერტი (2011); 2011-2013წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი (UNDP), "ადამიანის უფლებებისა და მართმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამა", პროექტის კოორდინატორი; 2013-2015წწ. ევროკავშირის პროექტი, "სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა", გუნდის ლიდერი, სახალხო დამცველის აპარატი; 2015-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი საგარეჯოს N11 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.27; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |