შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაადურ წულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის "ფეოლა", "გლადიატორი", "ვალსი მთაწმინდაზე" და სხვ. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970); დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი", ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი". დაჯილდოებულია ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზით "ოქროს ზღვისცხენი" (2015). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |