The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1995 წელს და საქართველოს უშიშროების აკადემია.

1994-1998წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში; 1998 წლიდან-საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში; იმავე წელს მუშაობა განაგრძო საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2002-2004წწ. მუშაობდა უშიშროების სისტემაში: 2002 წელს დაინიშნა სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ; 2004 წელის მარტიდან მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი-ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2004 წელს სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას, პარალელურად, 2005-2006წწ. იყო პრეზიდენტის საგანგებო წაემომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში; 2006-2008წწ.  საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი გაეროში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკურიბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"; 2012- 2014წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი;  2017 წლიდან ამერიკული კონსალტინგური კომპანია SPConsulting–ის უფროსი პარტნიორი გახდა.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.- 2010. გვ.316; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 63; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.gesputnik-georgia.com დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის", თავმჯდომარე (2009-2010)
  • პოლიტიკური პარტია-"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2009-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები , წევრი (2012-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის ორდენი

გააზიარე: