The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ზეინკლიშვილი

თენგიზ ზეინკლიშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1990  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს (ვოკალური).

1958 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი); მისი დებიუტი - ლევანი (1958, ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); 1964 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში; 1964-1965წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ასრულებდა ამონასროს პარტიას (ვერდი "აიდა"); სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი, ქართული: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", მურმანის პარტიის შესრულებით მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო დადგმაში 1971 წელს, მურმანის პარტია ჩაწერილია მხატვრულ კინოფილმში "აბესალომ და ეთერი". 1971, "დაისი"), თავადი ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გელა (რ. ლაღიძე "ლელა"); სხვა რეპერტუარი: ვალენტინი(გუნო "ფაუსტი"), ჟერმონი(ვერდი "ტრავიატა"), სილვიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ალფიო (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), რობერტი (ჩაიკოვსკი "იოლანტა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 186

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: