შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ზუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს (თეორიული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს (ქართული ფოლკლორი). სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის N16 მუსიკალურ სკოლაში, III მუსიკალურ სასწავლებელში (თეორიული საგნები); 1991-2002წწ. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული საყმაწვილო სტუდიის "ამერ-იმერი" ერთ-ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ქართული მუსიკალური ფოლკლორი), ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლის "მზეთამზე"-ს წევრი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; მუსიკოლოგიის აკადემიის დოქტორი; მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი და ორგანიზატორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სავედრებელი და სადიდებელი სიმღერები ქართველ ქალთა საწესჩვეულებო ფოლკლორში. ჟანრული სპეციფიკა და მრავალხმიანობა", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |