The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დანელია

ნინო დანელია
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ლუიზიანას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის მასკომუნიკაციის სამაგისტრო ხარისხის მფლობელი.

მუშაობდა გაზეთებში "რეზონანსი" და "ეკოდაიჯესტი" კულტურის განყოფილების რედაქტორად, რადიოსადგურ "მწვანე ტალღაში" ამზადებდა გადაცემა "ვუალს". კურატორობა გაუწია თანამედროვე ქართული მხატვრობის რამდენიმე გამოფენას უცხოეთში. არის საქართველოს საქმეთა ინსტიტუტის მედიისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი და პროგრამების კოორდინატორი. მედიის მკვლევარი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.28

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: