შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ იაკობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ოქსფორდის (ინგლისი) უნივერსიტეტის დიპლომატიისა და ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსები; იელის (აშშ) უნივერსიტეტის მსოფლიო ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპატრამენტის დირექტორად. 1999 წელს დააარსა კავკასიაში უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრი-სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2008 წლამდე. 2008-2010წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. 2011-2013წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.40; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.81 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |