The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ედილაშვილი

დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1985  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1934 წელს.

ხელმძღვანელობდა აგეგმვისა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიებით სამუშაოებს; იყო საკავშირო გეოლოგიის სამინისტროს კურატორი კავკასიის გეოლოგიურ აგეგმვის საკითხებში; 1949-1954წწ., როგორც კავკასიის ნახშირძიების ტრესტის მთავარი გეოლოგი, ხელმძღვანელობდა გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიებით სამუშაოებს იურული ნახშირიანი ნალექების გავრცელების რაიონებში; 1954-1965წწ. იყო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1969-1970წწ. საკავშირო ტრესტ "სპეცგეოფიზიკის" ამიერკავკასიის გეოფიზიკის ექსპედიციის მთავარი გეოლოგი; მისმა გამოკვლევებმა დიდად შეუწყო ხელი შაორის ქვანახშირის საბადოს, აგრეთვე თბილისისა და ცაიშის თერმული წყლების ახალი საბადოების აღმოჩენას; შეისწავლა ტიტანშემცველობა კავკასიაში, საქართველოს მანგანუმის საბადოები, გეოლოგიური სუბსტრატის ზედაპირის ხასიათი აჭარა-თრიალეთსა და სამხრეთ კახეთში; არის სხვადასხვა მასშტაბის მრავალი სახელმწიფო გეოლოგიური რუკის ავტორი, ასევე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

გააზიარე: