The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ედილაშვილი

ზაქარია ედილაშვილი
სხვა სახელი:შაქრო ედილაშვილი
ედილი
ზ-ედილი  (ფსევდონიმი)
კავკაველი  (ფსევდონიმი)
ქურმუხელი  (ფსევდონიმი)
შ. ფრონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1956  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორის სასაფლაო
კატეგორია:ვეტერინარი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულირო სასწავლებელი 1849 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია; ქ. ტარტუს (ესტონეთი) ვეტერინარული ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო ქ. კავკავში(რუსეთის ფედერაცია) დ. სარაჯიშვილის ქარხანაში; 1901 წელს სამუშაოდ კავკასიაში განაწესეს; სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში; 1925-1927წწ. რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ "წითელ ქართლს"; საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტულ უამრავი ძეგლის მიმართ; შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართველოს ამ კუთხის შესახებ; პროფესიულმა საქმიანობამ მას ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას; იგი ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე; მისი მონოგრაფია საინგილოს შესახებ 1940 წელს პირველად დაიბეჭდა ჟურნალ მნათობში; მთლიანად მის გამოქვეყნებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, საბოლოოდ წიგნად გამოიცა 1947 წელს; იგი ასევე დაინტერესებული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიით, რომელსაც მრავალი გამოკვლევა და წერილი მიუძღვნა; კახში მუშაობის დროს დაარსა "სახალხო კოოპერატივი"; მან ადგილობრივ მკვიდრთა - ინგილოთა და სხვა ეროვნების ხალხთა დიდი სიყვარული დაიმსახურა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.11; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.41

ბიბლიოგრაფია

  • საინგილო : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997. - 208გვ.
  • საინგილო : ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1947. - 181გვ.

გააზიარე: