Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ედილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. დაამთავრა გორის სასულირო სასწავლებელი 1849 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია; ქ. ტარტუს (ესტონეთი) ვეტერინარული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო ქ. კავკავში(რუსეთის ფედერაცია) დ. სარაჯიშვილის ქარხანაში; 1901 წელს სამუშაოდ კავკასიაში განაწესეს; სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში; 1925-1927წწ. რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ "წითელ ქართლს"; საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტულ უამრავი ძეგლის მიმართ; შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართველოს ამ კუთხის შესახებ; პროფესიულმა საქმიანობამ მას ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას; იგი ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე; მისი მონოგრაფია საინგილოს შესახებ 1940 წელს პირველად დაიბეჭდა ჟურნალ მნათობში; მთლიანად მის გამოქვეყნებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, საბოლოოდ წიგნად გამოიცა 1947 წელს; იგი ასევე დაინტერესებული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიით, რომელსაც მრავალი გამოკვლევა და წერილი მიუძღვნა; კახში მუშაობის დროს დაარსა "სახალხო კოოპერატივი"; მან ადგილობრივ მკვიდრთა - ინგილოთა და სხვა ეროვნების ხალხთა დიდი სიყვარული დაიმსახურა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.11; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.41 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |