The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ფირალიშვილი

ზაზა ფირალიშვილი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

არის რამდენიმე პროზაული ნაწარმოების, ოთხი წიგნისა და მრავალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური წერილის ავტორი. სხვადასხვა დროს, უნივერსიტეტის გარდა, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. თარგმნიდა მხატვრულ ლიტერატურას, მონაწილეობდა კულტურის ძეგლების რესტავრაციაში, არქეოლოგიურ გათხრებში. მუშაობს რელიგიისა და ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიათმცოდნეობის საკითხებზე;  სხვადასხვა დროს მიწვეული მეცნიერის რანგში უმუშავია აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებში. მისი წიგნი "ფრაგმენტული მედიტაციები იერონიმუს ბოსხის მხატვრობის შესახებ", ნომინირებული იქნა ლიტერატურულ პრემია "საბაზე". საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დაიცვა ფილოსოფიაში. პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა/ ზაზა ფირალიშვილი.-თბილისი : არტანუჯი, 2015. - 66გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: