The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ედილაშვილი

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 2007  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-2007წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1987 წლიდან იყო ლაბორატორიის გამგე; მცენარეთა დაცვის ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა პრეპარატი "კეიმი" სოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად; მისი ძირითადი მიმართულება იყო ნავთობის ზეთების ფოტოქიმიური ჟანგვის ეფექტური ინჰიბიტორების გამოვლენა; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.546


გააზიარე: