The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევაგრე

დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

VI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში - ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი; ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა; ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები(სოფ. სხალტბა მიმდებარე გოროვანითურთ); ევაგრე გამოსახულია შიო მღვიმელთან ერთად ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI საუკუნის II ნახევარი) ქვის კანკელის რელიეფზე(XI ს.); მოხსენებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში; შემონახულია შიო მღვიმელის და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია; პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს(IX ან X ს.), მეორე აქედან გადაკაზმული მეტაფრასია (შედგენილია XII საუკუნეში); ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიო მღვიმელის "სასწაულთა" შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში; საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება ღირს ევაგრედ; მისი ხსენების დღეა 4 (17) თებერვალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.546


გააზიარე: