შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევაგრე (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფია1488-1492წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; შემორჩენილია მისი კათოლიკოსობის დამადასტურებელი ორი საბუთი; ერთია კონსტანტინე II-ის 1488 წლით დათარიღებული შეუვალობის სიმტკიცის წიგნი, რომლითაც მეფე ათანხმებს "საცა... მცხეთისა... მამულნი არიან"; მეორეა კუმურდოს ეპისკოპოსის გერასიმეს ფიცის წიგნი, რომლის მიხედვითაც მზეჭაბუკი მას მცხეთაში გზავნის კურთხევის მისაღებად: "მას ჟამსა, ოდეს პატრონმა მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ჴელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუზავნნა..."; ამ დროს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II იყო, თუმცა მზეჭაბუკს, სავარაუდოდ, მამის მმართველობის დროსაც ჰქონდა ეპისკოპოსის წარდგენის უფლება; მისი კათოლოკოსობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კონსტანტინე II ცდილობდა ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას; ამისათვის მეფემ 1490 წელს დარბაზი მოიწვია: "შემოიკრიბა კათალიკოზი, ეპისკოპოზნი, და წარჩინებულნი თჳსნი და განიზრახვიდა, თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქვეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობისავე თჳსსა"; სათათბიროდ მოწვეული კათოლიკოსი, მოღვაწეობის დროის მიხედვით, სწორედ ევაგრე უნდა იყოს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.546
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |