შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს (საკომპოზიციო), 1996 წელს (მუსიკის ისტორია). 1998 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-სტაჟიორი, პედაგოგი ნ. მამისაშვილი (კომპოზიცია), 2010 წლიდან დოქტურანტი, პედაგოგი ზ. ნადარეიშვილი (კომპოზიცია), ასოცირებული პროფესორი, 2014 წლიდან კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულების დეკანი, მუსიკოლოგიის დოქტორი; 2004 წლიდან "თანამედროვე მუსიკის ფესტივალის "საქ-Art-ველო"-ს ერთ-ერთი დამაარსებელი; 2013 წლიდან "თანამედროვე პროფესიული მუსიკის ხელოვნების განვითარების ცენტრის" ერთ-ერთი დამაარსებელი და თანადირექტორი; 2013 წლიდან ფესტივალის "ქალი და მუსიკა" ერთ-ერთი დამაარსებელი; თხზულებები: ვოკალურ-ინსტრუმენტული - რომანსები სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის, რომანსი "ჯოჯოხეთის სიმღერა" ტენორის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი საკრავისათვის (2011); საგუნდო ნაწარმოებები - პოემა "საქართველოს ცაო" a cappella(1990), "უთქვამს ილიას" შერეული გუნდისათვის (1996), "Alma Mater" მცირე კანტატა შერეული კამერული გუნდისათვის a cappella (2001), "ღვთისმშობლის სადიდებელი" შერეული გუნდისათვის a cappella (2002); ვარიაციები სიმებიანი ორკესტრისათვის (1998), ტრიპტიქი სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის "Quasi Passacaglia" (2006), "ლიტურგიკული სიმფონია" (2010); საფორტეპიანო ნაწარმოებები - საკონცერტო პიესა (1996), სონატა 4 ნაწილად (1996), "Maestozo" (1999), "Millennium" (2000); კამერული მუსიკა - "იდუმალება"-1 ინსტრუმენტული ანსამბლისათვის, "იდუმალება"-2 კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1999), "მოგონება" საქსაფონების კვარტეტისათვის (2002), "Perpetuo" სოლო ვიოლინოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (2007-2008); გასტროლებით იმოგზაურა: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, მაკედონია, ნიდერლანდები, შვეიცარია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ალეატორიკა ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკაში (ნ. მამისაშვილის, რ. კიკნაძისა და ე. ჭაბაშვილის ნაწარმოებების მაგალითზე)", დაიცვა 2010 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |