The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია სარიშვილი

მაია სარიშვილი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

იბეჭდება 1990 წლიდან. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: "ცხადის გადაფარვა" და "მიკროსკოპი". საზოგადოებრივ რადიოარხზე დაიდგა მისი რადიოპიესები - "სამი ვედრო თოვლი", "ძალიან ცუდი კაცი", "ჭიამაიების ოჯახი" და "კატა ისევ წვიმაში". მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, ფრანგულ, არაბულ, შვედურ, ჩინურ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მუშაობს "ბაკურ სულაკაურის სკოლაში" დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.159

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: