შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ევგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1969 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-2006წწ. - აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები: "ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის"(1977), "ვაჟა-ფშაველა"(ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982), "ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), "გრიგოლ ორბელიანი"(1995); მისი თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მათ შორის - "ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო; 1966 წელს გერმანიაში, ჟურნალ "გეორგიკაში" დაიბეჭდა მისი ნარკვევი "ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები "ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა"(2006) და "ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაჟა-ფშაველა/ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიის საკითხები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.463 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |