The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევდემოზ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

Legal name:ევდემოზ დიასამიძე
Date of birth:15??
Date of death:1643
Burial location:ანჩისხატის ტაძარი, ქ. თბილისი
Category:Religious leader, Saint

Biography

მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დროს, ქართლ-კახეთის მეფე იყო თეიმურაზ I; მას თეიმურაზთან ნათესაობაც აკავშირებდა (თეიმურაზის ვაჟს დავითს - ცოლად ჰყავდა მისი დისწული); ამდენად ადვილი ასახსნელია მისი აქტიური მონაწილეობა ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში; გარდა ამისა, კათოლიკოსს უმთავრესად ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა; მიუხედავად როსტომის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, კათოლიკოსისათვის მიუღებელი იყო ყიზილბაშური ტრადიციების გაბატონება-დამკვიდრების ტენდენცია; შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა; შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი სხვებთან ერთად დააპატიმრეს, ციხეშივე დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 4 (17) ოქტომბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549


Share: