The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლა ზურაბიშვილი-დე პელკანი

ნიკოლა ზურაბიშვილი-დე პელკანი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

1946-1948წწ. სწავლობდა ქ. ბორდოს კონსერვატორიაში(ფორტეპიანო, თეორია, ჰარმონია); შემდეგ გადავიდა პარიზში, სადაც საშუალო განათლება დაასრულა იეზუიტთა კოლეჯში; დაამთავრა ჟანსონ-დე-საილის ლიცეუმი (Lycee Janson-de Sailly), მიენიჭა ბაკალავრის წოდება; 1956-1963წწ. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მიენიჭა მაგისტრის წოდება, პარალელურად 1959-1962წწ. ეუფლებოდა კომპოზიციას ნადია ბულანჟესთან (ჰარმონია, კონტრაპუნქტი), 1962-1964წწ. მაქს დეუჩთან (დოდეკაფონური სისტემა); 1970-1997წწ. ასწავლიდა რუსულ ენას დისტანციური სწავლების ეროვნულ ცენტრში (C. N. E. D.); 1986-1988წწ. იყო პარიზის რახმანინოვის სახელობის რუსული კონსერვატორიის დირექტორი; კომპოზიტორ ფრენსის ბაიერთან ერთად თარგმნა მუსორგსკის მთელი კორესპონდენცია (2001, პარიზი); 1988 წელს იმყოფებოდა თბილისში, შეხვდა ქართველ კომპოზიტორებსა და მუსიკოსებს, 1988 წელს გაიმართა მისი კონცერტი თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში, შესრულდა სიმფონიური პოემა "მცხეთა"(დირიჟორი ვ. მაჭავარიანი); თხზულებები: სიმფონიური ნაწარმოებები - "შვიდი დღე" (1973), "მცხეთა" (1976), ინსტრუმენტული კონცერტები - 2 საფორტეპიანო (1957), კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები - 3 სიმებიანი კვარტეტი (1982, 1989, 1994), კვინტეტი ჰობოის, კლარნეტისა და სიმებიანი ტრიოსათვის, ვაჟიშვილისადმი მიძღვნილი "ალექსანდრეს კვინტეტი" ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ვალტორნისა და ფაგოტისათვის (1980), პიესა ორგანისათვის "არგოსი"(1987), კამერულ ვიკალური ნაწარმოებები; მუსიკა მხატვრული ფილმებისათვის - "მთვარის ფავორიტები" (1984), "პატარა მონასტერი ტოსკანაში" (1988), "ნადირობა პეპლებზე" (1992), "ყაჩაღები. თავი VII" (1996), "მშვიდობით მშობლიურო მიწავ" (1999), "ორშაბათი დილა" (2002), "შემოდგომის ბაღები" (2006) ყველა ფილმი ო. იოსელიანის, ასევე "დაბრუნება კოტელნიჩში" (2004, რეჟისორი ემანუელ კარერი); მუსიკა დოკუმენტური ფილმებისთვის; წარმოშობით ქართველი, ფრანგი კომპოზიტორი; პედაგოგის, პუბლიცისტის, მთარგმნელის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ივანე ზურაბიშვილის შვილიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 188

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - არტურ ონეგერის პრემია
  • 1977 - ქ. ნანტის ჯილდო
  • 1975 - ლილი ბულანჟეს პრემია
  • 1970 - ლილი ბულანჟეს პრემია

გააზიარე: