The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევდემონ I (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ევდემონ ჩხეტიძე
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
დაკრძალვის ადგილი:გელათის წმინდა გიორგის ეკლესია, ქ. ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1557-1578წწ. იყო აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი; იმერეთის მეფეების ბაგრატ III-სა და გიორგი II-ის აქტიური თანამოაზრე დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებისა და კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში; ევდემონ I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან საკათალიკოსო რეზიდენციის გელათში გადატანა; აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მალაქიასთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელმაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლესიო მმართველობის დარღვეული წესები; მან მოახატვინა გელათის წმინდა გიორგის ტაძრის ნაწილი; შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის მონასტრების ნაწილი, რომელთა წარწერებში მოხსენებულია თვით ევდემონ I; 1568 წელს მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ოქროს ხატი; ცნობილია ევდემონ I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები; ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს საკუთარი ხარჯით შეუძინა ახალი მამულები და ძვირფასი ინვენტარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549


გააზიარე: