შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაბახტევი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996-1999წწ. სწავლობდა თეირანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. სამი პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში. მისი მთავარი ნაშრომია მუსლიმთა საღვთო წიგნის, ყურანის ქართული თარგმანი ვრცელი სამეცნიერო შესავლითა და კომენტარებით; 2021 წელს მისი ლექსი პოეზიის კონკურსზე "ნაზრა" გამარჯვებულად დასახელდა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე. ავტორია ლექსების 5 კრებულისა. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.241; არტინფო: artinfo.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.186; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.401-402 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |