The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბახტევი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1996-1999წწ. სწავლობდა თეირანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. სამი პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში. მისი მთავარი ნაშრომია მუსლიმთა საღვთო წიგნის, ყურანის ქართული თარგმანი ვრცელი სამეცნიერო შესავლითა და კომენტარებით; 2021 წელს მისი ლექსი პოეზიის კონკურსზე "ნაზრა" გამარჯვებულად დასახელდა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.241; არტინფო: artinfo.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.186

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - პრემია "საგურამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: