შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუ კუანგვენ-ყანდარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარბინი, ჩინეთი. სწავლობდა პეკინის სამხატვრო აკადემიაში. მეხუთე კურსზე გადმოვიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა კერამიკის სპეციალობით, შემდეგ დაამთავრა ამავე სასწავლებლის ასპირანტურა ქსოვილების სპეციალობით. მუშაობდა პედაგოგად სამხატვრო აკადემიაში, მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 80-იანი წლების ბოლოდან თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩინური ენის პედაგოგად. 1991 წლიდან არის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლური ენების ჩინური ენის კათედრის გამგე, ამავე კათედრის პროფესორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.280 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |