შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეროსი კიწმარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1993 წელს დააარსა ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004 წლამდე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, მაგრამ მალე საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი, ხოლო 2008 წლის დასაწყისიდან 12 სექტემბრამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. ფონდ "2002 "-ის თავმჯდომარე. მენეჯერი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.294; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.96
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |