The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა ტაველიძე

ირმა ტაველიძე
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლობდა ბუდაპეშტის (უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ფრანგულენოვან ჟურნალ "Geoigie plus"-ოს კორესპონდენტად. 2007 წელს გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული "ავტობიოგრაფია ფრანგულად". ქართულ ენაზე თარგნილი აქვს ფრანგი მწერლების, მათ შორის, მიშელ უელბეკის ნაწარმოებები; რეგულარულად აქვეყნებს თარგმნილ ნოველებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; მისი რომანი "ბნელ წყლებში" თარგმნილი და გამოცემულია გერმანიაში, შვედეთში და ლიტვაში. ესეისტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.335

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ბნელ წყლებში : რომანი / ირმა ტაველიძე .- თბილისი : დიოგენე, 2021.-148გვ.
  • 2008 - ლიტერატურული კონკურსი "წერო"
    ავტობიოგრაფია ფრანგულად : მოთხრობები / ირმა ტაველიძე .- თბილისი : სიესტა, 2007. - 264გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: