| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბურდული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. შესრულებული აქვს არაერთი მთავარი როლი თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში, მარჯანიშვილისა და ახმეტელის სახელობის თეატრებში, თატრალურ სარდაფში, თავისუფალსა და სამეფო უბნის თეატრებში, თეატრ "ვერიკოში". გადაღებულია 15-მდე მხატვრულ კინო და ტელეფილმში, რამდენიმე ტელესერიალში: "იყო და არა იყო რა" (დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ ომიაძე, 1976), "სანამ წვიმა გადივლიდეს" (დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე, 1984), "სკაპენის ოინები" (დამდგმელი რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი , მიხეილ (უმც) კალატოზიშვილი, 1984), "საფეხური" (დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, 1986), "სიკეთის ტელეფონი" (დამდგმელი რეჟისორი: ანდრო ჭიაურელი, 1986), "3-1" (დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ანთაძე, 1983), "მეჯლისი გაყიდულ სახლში" (დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ანთაძე, 1985), "სამი სახლი" (დამდგმელი რეჟისორი: ზაზა ურუშაძე, 2008), "ეს ერთჯერადი ნივთები" (დამდგმელი რეჟისორი: ანდრო ჭიაურელი, 2007), "მთვარიანი ველის სერენადა" (დამდგმელი რეჟისორი: ზაზა ბუაძე, 2004), "კადრები კოსმოსში" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2008). 2006 წლის მიწურულს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა ბორის აკუნინის "ვთამაშობთ "თოლიას". წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

