შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1983-1985); 1985 წელს სწავლა განარგძო იენის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დიპლომი გერმანისტიკასა და პედაგოგიკაში (1989); სწავლობდა თეოლოგიას ბერნის უნივერსიტეტში (1990-1991) და პოლიტიკურ მეცნიერებებს პოტსდამის უნივერსიტეტში (1992-1994); თანამედროვე ისტორიის დარგში დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (1994-1996); 1997-1998 წწ. სტაჟირებას გადიოდა ვენის უნივერსიტეტში. 1992-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად ბერლინში; 1996-2001 წწ. იყო კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში თბილისში; 2003-2004 წწ. საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში; 2006-2010 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას; 2007 წელს ქართული ემიგრაციის არქივებზე სამუშაოდ იმყოფებოდა პარიზში და იყო სტაჟირებაზე სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ფრანგ. L'École des hautes études en sciences sociales); ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლა ESM; 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციარებული პროფესორია, ხოლო 2010-2024წწ. - საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. არის ასამდე საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციის ავტორი. გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლაშა ბაქრაძე, აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობს კინოში. იგი ცნობილია გერმანულ ფილმებში შესრულებული როლებით. ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის შვილი. გერმანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს", დაიცვა 2002 წელს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.21 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |