შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევლოგი![]()
ბიოგრაფიაXIII საუკუნის სასულიერო მოღვაწე, "სალოსად წოდებული და წინასწარმცნობლობისა ღირსქმნილი"; ბასიანის ბრძოლის წინ სალოცავად ოძრხეში წასულ თამარ მეფეს თან ახლდა ქართლის კათოლიკოსი თევდორე, ეპისკოპოსებთან და მონაზვნებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ იოანე შავთელი და ევლოგი; ოძრხეში ყოფნის ჟამს დღედაღამ აღესრულებოდა "ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა" ბასიანში ქართველთა ლაშქრის გამარჯვებისათვის; ერთ-ერთი წირვის დროს ევლოგი სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: "აჰა, წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!"; ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება იხილა, მან იოანე შავთელს გაანდო ხილვის საიდუმლო - ღვთის შეწევნით ქართველებმა ბასიანში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვესო, რის შემდეგაც "მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა"; საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ევლოგი წმინდანად შერაცხა; მოიხსენიება წმინდა იოანე შავთელთან ერთად 1 (14) აპრილს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.552
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |