The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევლოგი

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Religious leader

Biography

XIII საუკუნის სასულიერო მოღვაწე, "სალოსად წოდებული და წინასწარმცნობლობისა ღირსქმნილი"; ბასიანის ბრძოლის წინ სალოცავად ოძრხეში წასულ თამარ მეფეს თან ახლდა ქართლის კათოლიკოსი თევდორე, ეპისკოპოსებთან და მონაზვნებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ იოანე შავთელი და ევლოგი; ოძრხეში ყოფნის ჟამს დღედაღამ აღესრულებოდა "ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა" ბასიანში ქართველთა ლაშქრის გამარჯვებისათვის; ერთ-ერთი წირვის დროს ევლოგი სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: "აჰა, წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!"; ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება იხილა, მან იოანე შავთელს გაანდო ხილვის საიდუმლო - ღვთის შეწევნით ქართველებმა ბასიანში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვესო, რის შემდეგაც "მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა"; საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ევლოგი წმინდანად შერაცხა; მოიხსენიება წმინდა იოანე შავთელთან ერთად 1 (14) აპრილს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.552


Share: