The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა ზედანია

გიგა ზედანია
Date of birth:1 April, 1977  (48 years)
Category:Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს სწავლობდა ბარდ კოლეჯში (აშშ), ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი). გერმანიის ქალაქ ბოხუმოს რურის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი. 2005-2009წწ. სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო"; 2006-2008წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006-2008წწ.  გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; 2008-2009წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2009-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2010-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი; 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.40

Bibliography


Share: