შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუზეპე პაზოტო (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბოვოლონე, ვერონა, იტალია. ხელდასხმულია მღვდლად 1979 წლის 12 მაისს; 1994 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1996 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორად; ევალება ეპისკოპოსის ფუნქციების შესრულება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლათინური წესის კათოლიკეთათვის; ხელმძღვანელობდა საქართველოში რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტის მომზადებას 1999 წლის ნოემბერში. ამ ვიზიტის დროს პაპმა მამა ჯუზეპე ეპისკოპოსად დაასახელა, ხოლო 2000 წლის 6 იანვარს აკურთხა კიდეც იგი რომის წმინდა პეტრეს ტაძარში. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.84; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.245 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |