The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუზეპე პაზოტო (ეპისკოპოსი)

ჯუზეპე პაზოტო
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოვოლონე, ვერონა, იტალია.

ხელდასხმულია მღვდლად 1979 წლის 12 მაისს; 1994 წელს ჩამოვიდა საქართველოში; 1996 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორად; ევალება ეპისკოპოსის ფუნქციების შესრულება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლათინური წესის კათოლიკეთათვის; ხელმძღვანელობდა საქართველოში რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტის მომზადებას 1999 წლის ნოემბერში. ამ ვიზიტის დროს პაპმა მამა ჯუზეპე ეპისკოპოსად დაასახელა, ხოლო 2000 წლის 6 იანვარს აკურთხა კიდეც იგი რომის წმინდა პეტრეს ტაძარში. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.84; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.245

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ერთაშორის მეგობრობის განმტკიცებისა და საქართველოს სოციალური სფეროს რეფორმაში შეტანილი დიდი წვლილისათვის

გააზიარე: