The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა თაბუკაშვილი

Date of birth:15 September, 1912  (111 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჰიდროსამშენებლო ტექნიკუმი 1930 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს (ვოკალური).

1939-1943წწ. იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1943 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი); რეპერტუარი: 38 საოპერო პარტია, მათ შორის ქართული: კიაზო, გივი, ინკუბუსი, თადე (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "ლატავრა"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), თავადი ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), აბდულ-არაბი, შოთას მამა (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ავთანდილი, ფარსადან-მეფე(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"), ამირანი (ა. ბალანჩივაძე "მზია"), სხვა რეპერტუარი: ესკამილიო, დანკაირო, მორალესი (ბიზე "კარმენი"), ვალენტინი, ვაგნერი (გუნო "ფაუსტი"), სილვიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ჟერმონი, მარკიზი, მარულო, მონტერონე, დი ლუნა, ამონასრო (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "აიდა"), შარპლესი, ანჯელოტი, შონარი, სკარპია (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი", "ბოჰემა", "ტოსკა"), დიდებული, ნარუმოვი (ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი"), შლემილი (ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"); გასტროლები: პოლონეთი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 190

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: