შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თაგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1982 წელს(სავიოლინო), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს (ინგლისური ენა). 1988 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირება (ალტი); 1981-1990წწ. იყო საქართველოს კამერული ორკესტრის ალტისტი; 1991-1993წწ. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის ალტისტი; 1993-1994წწ. თბილისის სიმფონიური ორკესტრის ალტისტი; 1988-2005წწ. და 2012 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი (ალტი); 1989 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ალტი), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; რეპერტუარი, ქართული: კ. ცაბაძე ალტის კონცერტი (1986 წელს პირველი შესრულება), მისივე ექსპრომტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1996 წელს პირველი შესრულება), ი. ცინცაძე ალტის სონატა, გ. შავერზაშვილი ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის (2015 წელს პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: მ. ბრუხი "რომანსი" ალტისა და ორკესტრისათვის, ა. როლა ალტის კონცერტი (2012 წელს პირველი შესრულება); გასტროლები: სსრკ, ევროპა, აზია, აშშ (საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 190 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |