The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თაგაური

გიორგი თაგაური
Date of birth:15 July, 1959  (64 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1982 წელს(სავიოლინო), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს (ინგლისური ენა).

1988 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირება (ალტი); 1981-1990წწ. იყო საქართველოს კამერული ორკესტრის ალტისტი; 1991-1993წწ. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის ალტისტი; 1993-1994წწ. თბილისის სიმფონიური ორკესტრის ალტისტი; 1988-2005წწ. და 2012 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი (ალტი); 1989 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ალტი), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; რეპერტუარი, ქართული: კ. ცაბაძე ალტის კონცერტი (1986 წელს პირველი შესრულება), მისივე ექსპრომტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1996 წელს პირველი შესრულება), ი. ცინცაძე ალტის სონატა, გ. შავერზაშვილი ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის (2015 წელს პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: მ. ბრუხი "რომანსი" ალტისა და ორკესტრისათვის, ა. როლა ალტის კონცერტი (2012 წელს პირველი შესრულება); გასტროლები: სსრკ, ევროპა, აზია, აშშ (საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 190

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: